Header image  
kino  
  
 
 
 
 


vin aris damnaSave?

პირველი ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიესაზე. ფილმი გადაღებულია ალექსანდრე წუწუნავას მიერ და მისი სიუჟეტი ასახავს ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას.

siuJeti

გამდიდრების ჟინით შეპყრობილი ედის ჩაგონებით გურული გლეხი სიკო სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად მიემგზავრება აშშ-ში, რათა იქაურ ცირკში მონაწილეობით ფული იშოვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი პაპა რჩებიან. სიკოს წასვლის შემდეგ შვილი და პაპა გარდაიცვლებიან, მეუღლე ფატის კი დედამთილის ხელშეწყობით მეზობელი შეაცდენს და ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იღრჩობს, სიკო კი სახლ-კარს გადაწვავს და თითონაც იღუპება.

rolebSi

  • ნატო ვაჩნაძე
  • კოტე მიქაბერიძე - სიკო
  • არკადი ხინთიბიძე
  • ვლადიმერ ტრაპაიძე
  • ცეცილია წუწუნავა - სიკოს დედა

gadaReba

ფილმის გადაღებამდე წუწუნავა პიესას „ვინ არის დამნაშავე?“ წარმატებით დგამდა სცენაზე. მისი გადაღების პროცესში ოზურგეთსა და ლანჩხუთში უამრავი მასალა შეაგროვეს, რაც დაიკარგა. შემორჩენილია მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის 1925 წლის 23 აგვისტოს წერილი ივანე ურუშაძისადმი, სადაც ის საყვედურობს წუწუნავას ფოტომასალის დაკარგვის გამო.

სახკინმრეწვის ეზოში 5 დღეში ააშენეს სამწრიანი ამერიკული ცირკი, ერთ კვირაში შეიკერა კოვბოების, ინდიელების, მოჯირითე გურულების კოსტუმები. ჯირითის სცენებში მონაწილეობდნენ რეალურად ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები, მათ შორის ცოლ-ქმარი ველიკო და მარო კვიტაიშვილები, რომლებიც ამერიკაში 1910-იან წლებში ჯირითობდნენ. მასობრივი სცენისთვის საჭირო დიდძალი მაყურებელი რეკლამით მოიზიდეს. მაყურებლისადმი წაყენებული მოთხოვნა იყო, რომ მათ ევროპული კოსტუმები უნდა ცმოდათ.

წუწუნავამ ფილმი ორ სერიად გადაიღო, მაგრამ სახკინმრეწვის წარმომადგენელმა გრიგოლ არუსტანოვმა, რომელმაც ფილმი მოსკოვში ჩაიტანა, ის შეკვეცა და „უაილდ ვესტის მხედარი“ დაარქვა. არუსტანოვმა შეცვალა ზოგიერთი ტიტრი, სადაც „ქართველი მოჯირითეები“ „კავკასიელ მოჯირითეებად“ გადააკეთა. წუწუნავა იმდენად უკმაყოფილო იყო გადაკეთებებით, რომ ერთხანს ტიტრებიდან საკუთარი გვარის ამოღებაც კი უნდოდა, მაგრამ შემდეგ ბედს შეეგუა.

premiera

თბილისში ფილმის პრემიერა ერთდროულად სამ კინოთეატრში, „სოლეიში“, „არფასტოსა“ და „აპოლოში“ გაიმართა. ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა. სახკინმრეწვმა წინასწარ გამოსცა სარეკლამო ქართულ-რუსული ბუკლეტი. თბილისის კინოეკრანებზე პირველი სამი კვირის განმავლობაში ფილმი 60 ათასმა მაყურებელმა ნახა.

ფილმი მოსკოვის ექვს კინოთეატრში გადიოდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოსურათი საზღვარგარეთაც გაიტანეს და აჩვენეს გერმანიაში, ფინეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, თურქეთში, ირანში, ჩეხოსლოვაკიაში.

 

ixileT aseve